ეკონომიკური წრებრუნვის
მოდელი - ეკონომიკი მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ მოძრაობს რესურსების ნაკადი
საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის სხვადასხვა ბაზრების გავლით.
საწარმოო შესაძლებლობათა
საზღვარი - გრაფიკი რომელიც გვიჩვენებს წარმოების სხვადასხვა კომბინაციას, რომლის შესაძლებლობაც
გააჩნია ეკონომკას მოცემული საწარმოო ფაქტორებისა და ტექნოლოგიის პირობებში.
მიკროეკონომიკა
- იმის შესწავლა, თუ როორ იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები გადაწყვეტილებებს
და როგორ ურთიერთქმედებენ ბაზრებზე.
მაკროეკონომიკა
-ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის, ინფლაციის, უმუშევრობისა და ეკონომიკური
ზრდის შესწავლა.
პოზიტიური დებულებები
- დებულება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო.
ნორმატიული
დებულება - დებულება იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო.
აბსოლუტური
უპირატესობა - ერთი მწარმოებლის უნარი, საქონელი აწარმოოს, საწარმოო ფაქტორების უფრო
ნაკლები დანახარჯებით ვიდრე მეორემ.
შედარებითი
უპირატესობა - ერთი მწარმოებლის უნარი, საქონელი აწარმოოს უფრო ნაკლები ალტერნატიული
დანახარჯით ვიდრე მეორემ.
ალტერნატიული
დანახარჯი - ის, რაც უნდა დავთმოთ სხვა რამის მისაღებად.
საწარმოო ფაქტორები -
ალტერნატიული ღირებულება -
იმპორტი
- ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული საქონელი და მომსახურება.
ექსპორტი
- ქვეყნის შიგნით წარმოებული და ქვეყნის გარეთ გაყიდული საქონელი და მომსახურება.
IV
ბაზარი
- კონკრეტულ საქონლისა თუ მომსახურების მყიდველთა
და გამყიდველთა ჯგუფი.
კონკურენტული
ბაზარი - ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და მრავალი გამყიდველია და თითოეული მათგანი
უმნიშვნელო გავლენას ახდენს საბაზრო ფასზე.
მოთხოვნის
რაოდენობა - საქონლის რაოდენობა, რომლის შეზენის სურვილიც და შესაძლებლობაც აქვს მყიდველს.
მოთხოვნის
კანონი - დებულება, რომლის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში საქონელზე მოთხოვნა მცირდება
ამ საქონლის ფასის ზრდასთან ერთად.
მოთხოვნის
განრიგი - ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და მოთხოვნის
რაოდენობას შორის.
მოთხოვნის
მრუდი - საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის დამოკიდებულების ამსახველი გრაფიკი.
ნორმალური
საქონელი - საქონელი, რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში, შემოსავლის ზრდასთან ერთად
მოთხოვნაც იზრდება.
მდარე
საქონელი - საქონელი, რომელზეც, სხვა თანაბარ
პირობებში, მოთხოვნა მცირდება შემოსავლის ზრდის შედეგად.
შემცვლელები
- ორი საქონელი რომელთგან ერთის ფასის ზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის ზრდას.
შემავსებლები
- ორი საქონელი, რომელთგანაც ერთ-ერთის ფასის გაზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის შემცირებას.
მიწოდების
რაოდენობა - საქონლის რაოდენობა, რომლის გაყიდვის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს გამყიდველს.
მიწოდების
კანონი - დებულება იმის შესახებ რომ სხვა თანაბარ პირობებში, საქონელის ფასის ზრდა
იწვევს ამ საქონლის მიწოდების რაოდენობის ზრდას.
მიწოდების
განრიგი - ცხრილი რომელიც ასახავსდამოკიდებულებას საქონლის ფასს და მიწოდების რაოდენობას
შორის.
მიწოდების
მრუდი - გრაფიკი რომელიც ასახავს დამოკიდებულებას საქონლის ფასს და მიწოდების რაოდენობას
შორის.
წონასწორობა
- სიტუაცია, როდესაც მიწოდება და მოთცხოვნა გაწონასწორებულია.
წონასწორული
ფასი - ფასი რომელიც აწონასწორებს მიწოდებასა და მოთხოვნას.
წონასწორული
რაოდენობა - საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობა წონასწორობის დროს.
ჭარბი
მიწოდება - სიტუაცია როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე მეტია.
ჭარბი
მოთხოვნა - სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია.
მიწოდებისა
და მოთხოვნის კანონი - დებულება, რომლის თანახმადაც, საქონლის ფასი მასზე მოთხოვნისა
და მიწოდების რაოდენობას აბალანსებს.
V
ელასტიკურობა
- მოთხოვნის ან მიწოდების რომელიმე დეტერმინანტზე რაგირების საზომი.
მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიხედვით - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს
ფასის მცირედი ცვლილება მოთხოვნის ცვლილებაზე; გამოითვლება მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული
ცვლილების შეფარდებით ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
მთლიანი
შემოსავალი - თანხა, რომელიც გადახდილია საქონლის მყიდველების, ხოლო მიღებულია საქონლის
გამყიდველების მიერ და გამოითვლება, როგორც საქონლის ფასისა და გაყიდული საქონლის რაოდენობის
ნამრავლი.
მოთხოვნის
ელასტიკურობა შემოსავლის მიხედვით - მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ რეაგირებს
საქონელზე მოთხოვნა მომხმარებლის შემოსავლის ცვლილებაზე და გაგამოთვლება, როგორც მოთხოვნის
რაოდენობის პროცენტული ცვლილების განაყოფი შემოსავლის პროცენტულ ცვლილებაზე.
მოთხოვნის
ელასტიკურობა ჯვარედინი ფასების მიხედვით - მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს, თუ
როგორ იცვლება ერთ საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა მეორე საქონლის ფასის ცვლილების დროს.
იგი გამოითვლება, როგორც ერთ საქონელზე მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილების
შეფარდება მეორე საქონლის ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
მიწოდების
ელასტიკურობა ფასის მიხედვით - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს,
ფასის მცირედი ცვლილება მიწოდების ცვლილებაზე; გამოითვლება მიწოდების პროცენტული ცვლილების
შეფარდებით ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
VI
ფასის
ზედა ზღვარი ფასის ქვედა ზღვარი - კანონით დაწესებული ფასის მაქსიმუმი, რომლითაც საქონელი
უნდა გაიყიდოს.
ფასის
ზედა ზღვარი - კანონით დაწესებული ფასის მინიმუმი, რომლითაც საქონელი უნდა გაიყიდოს.
გადასახადის
გადაკისრება - გადასახადის სხვა გადამხდელებზე მთელი გადასახადის ან მისი ნაწილლის
გადაკისრება მათთვის საქონლის უფრო მაღალ ფასში მიყიდვის მიზნით.
VII
გმადლობთ ✋😚👌
ReplyDelete